"ბოლო ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: კლუბმა ჯერარდს და მის წარმომადგენლებს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა. ამ დროისთვის ასეთი სიტუაცია გვაქვს.
სტივენმა კლუბში 16 წელი გაატარა და უსაზღვრო პატივისცემას იმსახურებს. მას ექნება შესაძლებლობა, კონტრაქტის პირობებზე დაფიქრდეს.
რა თქმა უნდა, საქმე ფულში არაა. სტივენს ხშირად ველაპარაკებოდი და ვიცი, რომ ეს მთავარი ფაქტორი არაა. უბრალოდ, ის იმსახურებს შესაძლებლობას, სეზონის ბოლომდე დაფიქრდეს", - თქვა როჯერსმა.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კლუბის მფლობელებს არ
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ჯერარდს კვირაში 140 ათასი ფუნტი აქვს.
მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით