სუპერ სულელი მარიო

AutoSharing Option
არნახულად სასაცილო კაცია მარიო ბალოტელი. იტალიის ნაკრებისა და "ლივერპულის" თავდამსხმელი ისეთ სკანდალში გაეხვა, რომელთან მისი დაკავშირებაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი გახლავთ. უნდა აღინიშნოს, რომ ბალოტელი ებრაელის ოჯახში აღიზარდა და აფროამერიკელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, რასისტული და ანტისემიტური განცხადების გაკეთება ბრალდება, რისთვისაც სასჯელი ემუქრება.

როგორც იწერებოდნენ, მარიოს ერთ-ერთი სოციალური ქსელის საკუთარ პროფილზე რასისტული და ანტისემიტური სტატუსი დაუწერია, მერე კი მალევე წაუშლია. თუმცა ეს შეუმჩნეველი არ დარჩა და მთელი გამოძიება
დაიწყო.

ხოლო პრესაში, რასაკვირველია, დიდი აურზაური ატყდა. თუმცა სინამდვილეში, მარიოს შემთხვევით გამოუვიდა უხერხული სტატუსისა და სურათის "გაზიარება" და ვინმეს შეურაცხყოფა მართლაც არ უნდოდა, უბრალო დაუდევრობას ჰქონდა ადგილი.

თავად ბალო, ბოლოს და ბოლოს, წყობიდან გამოვიდა და განაცხადა: "დედაჩემი ებრაელია, ამიტომ გთხოვთ, მოკეტოთ".

იგი ამბობს, რომ არაფერ შუაშია და ბრალდებები უსაფუძვლოა. ასეა თუ ისე, უკვე გავრცელდა ბალოტელის მეტსახელის ახალი ვერსია, "სუპერ მარიოს" შუაში ერთი სიტყვა ჩაამატეს და ახლა ასე გამოიყურება - "სუპერ სულელი მარიო".

საქმე ის არის, რომ ბალოს ის ცნობილი სახუმარო სურათი გაუზიარებია, რომელიც კომპიუტერულ თამაშ "მარიოს" ეხება და მასზე გამოსახული მთავარი პერსონაჟის გარდა, შემდეგი წარწერაა: "იყავი მარიოსავით - ის იტალიელი ხელოსანია, რომელიც იაპონელებმა შექმნეს, ლაპარაკობს ინგლისურად და ჰგავს მექსიკელს, დახტის, როგორც შავკანიანი და აგროვებს მონეტებს, როგორც ებრაელი". ამ სურათს ბალომ საკუთარი მინაწერიც დაურთო - ნუ იქნები რასისტი!

"ყველას ბოდიშს ვუხდი, თუკი ვინმეს უნებურად შეურაცხყოფა მივაყენე. სინამდვილეში ეს სახუმარო პოსტი გახლდათ, ანტირასისტული. რას წარმოვიდგენდი, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილად უკუეფექტი ექნებოდა. ყველა მექსიკელს არ აქვს ულვაში, ყველა შავკანიანი არ დახტუნავს მაღლა და ყველა ებრაელს არ უყვარს ფული. მე სხვის მიერ გაკეთებული სახუმარო სურათი გავაზიარე, რომელიც სუპერ მარიოს ეხებოდა და ვიფიქრე, რომ ეს სახალისო იქნებოდა და არა შეურაცხმყოფელი. კიდევ ერთხელ ბოდიში" - განაცხადა შემდგომ ბალოტელიმ.

პარალელურად, გრძელდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს. ყველაზე აქტიურად ბალოტელის ისევ "ნაპოლის" უკავშირებენ, მიუხედავად იმისა, რომ რაფაელ ბენიტესმა აღნიშნა, მარიოს დამატება ჩვენს ინტერესებში არ შედისო და არც "ლივერპულს" დაუდასტურებია, რომ მის გაშვებას აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი ეს არის აფროამერიკელი და მეორე სამორი ბალდე :)))
ივანე
23:47 04-12-2014
0
აფროამერიკელია ხო? რედაქტორს ჩაეძინა? ქეცბაიას ამბავი კარგად ააგორა და ეხლა დაიძინა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული