"ვფიქრობ, უახლოესი სამი სეზონის განმავლობაში შევძლებ, რომ გუნდთან ერთად პრემიერლიგის მოგება კიდევ ერთხელ მოვახერხო" - თქვა ვენგერმა.
კრამერი მეთოფე ხდება?
ლონდონის "არსენალი" კრისტოფ კრამერის შეძენაზე ფიქრს აგრძელებს და ოფიციალურ წინადადებასაც ამზადებს. თუმცა "მეთოფეებს", პირველ რიგში, სამი ხედირას გადაბირება სურთ, მაგრამ თუ პარალელურად, "მეთოფეები" "ტოტენჰემის" რუმინელი მცველის, ვლად კირიკეშის ტრანსფერზე იმუშავებენ. ასე რომ, 24 წლის უკანახაზელი შესაძლოა, ლონდონის ერთი გუნიდან მეორეში გადაბარგდეს. "არსენალის" კიდევ ერთი სამიზნე 20 წლის არგენტინელი პაბლო დიბალაა, რომელიც ამჟამად სიცილიური "პალერმოს" რიგებში ბრწყინავს. მასში დედაქალაქელები 33 მილიონ ევროსაც კი არ დაიშურებენ.
ანრი "გალათასარაიში"?
"არსენალის" ლეგენდა ტიერი ანრიმ "ნიუ იორკ რედ ბულსი" დატოვა და 37 წლის ფრანგი ახლა უკლუბოდაა. მგონი, თავადაც ვერ გადაუწყვეტია ბოლომდე, კარიერა დაასრულოს თუ კიდევ ითამაშოს სადმე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მას "პარი სენ-ჟერმენი" იწვევდა, მაგრამ პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა აღნიშნა, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ტიერის დამატებას არ ვაპირებთო. სამაგიეროდ, ანრის "გალათასარაი" ეპატიჟება, რომელიც ბოლო წლებში ვეტერან ვარსკვლავებს აგროვებს და სტამბულელების კოლექციას შესაძლოა კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა შეემატოს.
ანრიზე ისაუბრა არსენ ვენგერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იგი ნამდვილად იმსახურებს ბოლო, გამოსამშვიდობებელ მატჩს საფრანგეთის ნაკრების რიგებში ბრაზილიასთან ამხანაგურ შეხვედრაში. ანრის "მამლების" რიგებში 2010 წლის მერე არ უთამაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"