ჟოზე მოურინიო: დიდიე დროგბას ძველმოდური მენტალიტეტი აქვს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის პრემიერლიგის მე-14 ტურში "ტოტენჰემთან" (3:0) გამარჯვების შემდეგ აღნიშნა, რომ არასდროს ეპარებოდა ეჭვი დიდიე დროგბას შესაძლებლობებსა და დიდსულოვნებაში.

36 წლის კოტდივუარელმა ფეხბურთელმა, რომელიც "ჩელსის" გასულ ზაფხულს დაუბრუნდა, ყველა ტურნირის 17 შეხვედრაში უკვე ხუთი გოლი გაიტანა. ბოლოს კი ის სწორედ "ტოტენჰემთან", 3 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში გამოირჩა - გოლითა და საგოლე გადაცემით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"დროგბა - გუნდური მოთამაშეა. მას ძველმოდური მენტალიტეტი აქვს: დიდიესთვის უცხოა წუწურაქობა და პატივმოყვარეობა. ის სულ გუნდისთვის იბრძვის.

მას შემდეგ, რაც "ჩელსიში" დაბრუნდა,
დროგბას არაფრით გავუკვირვებივარ. როდესაც ის "გალათასარაიში" იყო, მის წინააღმდეგ მომიხდა თამაში როგორც "რეალში", ისე "ჩელსიში". ასე რომ, ვხედავდი იმ პოტენციალს, რომელსაც აქამდე ინარჩუნებს.

დიდიე დროგბას შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. ვიცოდი, რომ ის ახალ როლს გაითავისებდა და გაგებით მოეკიდებოდა იმ ფაქტსაც, რომ ყოველთვის პირველივე წუთებიდან არ ითამაშებდა", - თქვა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამან და მოურინიომ ჯვარი დაიწერონ ბარემ
kaxa
16:53 06-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული