ამით "ჩელსიმ" ვერ დაამყარა საკლუბო რეკორდი. 58-ე წუთზე პაპის სისემ ახლო მანძილიდან დარტყმით გახსნა ანგარიში.
78-ე წუთზე იმავე სისემ "ნიუკასლის" კონტრშეტევაზე იყოჩაღა, დიდიე დროგბას თავურმა ბევრი ვერაფერი შეცვალა - "ჩელსიმ" სეზონში პირველად იწვნია მარცხი - 2:1.
აქამდე "ჩელსის" ბოლო მარცხი აპრილში "ატლეტიკოსთან" 1:3 წაგებაა ჩემპიონთა ლიგაზე.
პაპის სისე (ნიუკასლი): "ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვითამაშე, მაგრამ
ჟოზე მოურინიომ ინგლისში ყველაზე ხშირად "ნიუკასლთან" წააგო - ეს მისი მესამე მარცხია ჯორდებთან.
ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ზუსტად ამ სტილში წაგებები მიყვარს - ყველაფერი ვაჩვენეთ, რაც შეგვიძლია, უბრალოდ არ გაგვიმართლა. მხოლოდ ერთი გუნდი ცდილობდა მოგებას, მაგრამ მეორე ბურთის გაშვების გუნდმა ფსიქოლოგიური ბალანსი დაკარგა. ერთი ქულა მაინც გვეკუთვნოდა.
ალან პარდიუ (ნიუკასლი): "ჩვენ დისციპლინა გამოვავლინეთ. ვეთამაშებოდით, ევროპის ალბათ საუკეთესო გუნდს. მსაჯმა მეორე ტაიმსი 6 წუთი დაამატა! ასეთი რამ ადრე ხდებოდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედს" ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა, ახლა ეს ხდება "ჩელსისთან"მატჩებში, რაც მას მოურინიო ხელმძღვანელობს".
მსაჯმა 6 წუთი დაამატა, შეეძლო 20-ც დაემატებინა. არბიტრს არ შეეძლო ეკონტროლებინა ბიჭუნების ქმედება, რომელთაც არაფრით სურდათ გადავარდნილი ბურთების მოწოდება. ისე, მე სტატისტიკა არ მანაღვლებს, პრემიერლიგის მოგება მსურს".
წააგო არსენ ვენგერის "არსენალმაც", რომელსაც "სტოკმა" შინ 3:2 მოუგო. პიტერ კრაუჩმა "სტოკი" უკვე მე-19 წამზე დააწინაურა. ეს ამ სეზონის ყველაზე სწრაფი გოლია.
ტაიმი "სტოკმა" 3:0 მოიგო, 68-ე წუთზე სანტი კასორლამ პენალტით ერთი გაქვითა, ხოლო 2 წუთში აარონ რემზიმ კიდევ ერთი გაიტანა, თუმცა მეტი "არსენალმა" ვეღარ შეძლო - 3:2.
არსენ ვენგერი (არსენალი): "ძალიან დამწუხრებული ვარ, რადგან გუნდი ენერგიულად თამაშობდა და მან ფანტასტიკური ბრძოლის სული გამოავლინა. სანამ გამოვფიხზლდით სამი სულელური გოლი გავუშვით. უნდა აღვნიშნო, რომ ცოტა არ გაგვიმართლა. ჩვენს თამაშში ბევრი დადებითი აღმოვაჩინე".
"ლივერპულმა" შინ "სანდერლენდს" ვერ მოუგო - 0:0. ეს გუნდის 1 500-ე ქულაა ინგლისის პრემიერლიგაში.
ლონდონის დერბიში "ტოტენჰემმა" ვერაფერი მოუხერხა "კრისტალ პალასს" - 0:0.
"მანჩესტერ სიტიმ" "ევერტონს" უმასპინძლა, უკვე მე-7 წუთზე სერხიო აგუერომ ტრავმა მიიღო და შეცვალეს. ჩემპიონთა გამარჯვების გოლი 24-ე წუთზე იაია ტურემ პენალტით გაიტანა - 1:0.
ნიუკასლი-ჩელსი 2:1
გოლები: 1:0 სისე (58), 2:0 სისე (78), დროგბა (83)
ჰალი-ვესტ ბრომვიჩი 0:0
ლივერპული-სანდერლენდი 0:0
ქპრ-ბარნლი 2:0
გოლები: 1:0 ფერი (51), 2:0 ოსტინი (74)
სტოკი-არსენალი 3:2
გოლები: 1:0 კრაუჩი (1), 2:0 კრკიჩი (35), 3:0 უოლტერსი (45), 3:1 კასორლა (68-პენ), 3:2 რემზი (70)
ტოტენჰემი-კრისტალ პალასი 0:0
მანჩესტერ სიტი-ევერტონი 1:0
გოლი: 1:0 ი. ტურე (24-პენ)
1. ჩელსი - 36 ქულა; 2. მანჩესტერ სიტი - 33; 3. საუთჰემპტონი - 26; 4. მანჩესტერ იუნაიტედი - 25; 5. ვესტ ჰემი - 24.