ჟოზე მოურინიო: თუ ასეა, გამოვიყვანოთ მოედანზე ძროხა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ნიუკასლთან" (1:2) ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ უკმაყოფილოა მეტოქის საქციელით.

"ჩემს გუნდებსაც გაჰყავდათ დრო ნებისმიერი ხერხით? სისულელეა. "ნიუკასლის" მიერ დროის გაყვანა თუ ნორმალურია, მაშინ გამოვიყვანოთ მოედანზე ძროხა და შემდეგ მატჩი გავაჩეროთ, რადგან მოედანზე ძროხა გამოვიდა.

შეგიძლია 10 კაცით დაიცვა თავი, თუნდაც ყველა ფეხბურთელი დაცვაში დააყენო ან ავტობუსი ჩადგა კარში, მაგრამ ფეხბურთი არის ბურთით თამაში. ორი ბურთით და ბურთის გარეშე კი არა, არამედ ერთი ბურთით. შეგიძლია მოგებისთვის ყველაფერი გააკეთო, რაც შენს ძალებშია,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გააკეთო, რაც მოგესურვება.

ხოლო "ნიუკასლთან" შეხვედრაში ბურთი მოედანზე პერიოდულად, უბრალოდ, არ იყო. ეს გუნდის დინამიკას კლავს, რომელსაც გოლი აქვს გასატანი", - თქვა მოურინიომ.

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. XV ტური: მოურინიო ნიუკასლში ვერ იგებს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვიზე ამბობს ტო თუ რამე მოიგო მთელი გუნდის კარში დგომით, ინტერი ბარსელონა გაიხსენოს ამან ჯობია :))
მამუკა
04:00 09-12-2014
0
გაიხსენე ფინალი ეტო რო გედგა რამის კარში ;)
villiareal
18:41 08-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული