140 გოლი 267 შეხვედრაში - ვან პერსი პრემიერლიგაში მეოთხეა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ "საუთჰემპტონთან" (2:1) ინგლისის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში შესრულებული დუბლით პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით 140-ბურთიან ნიშნულს მიაღწია.

ჰოლანდიელმა ფორვარდმა ინგლისური პრემიერლიგის 267 მატჩში 140 გოლი გაიტანა, რაც პრემიერლიგის ისტორიაში მეოთხე შედეგია.

ვან პერსიზე უფრო ადრე ამ ნიშნულს ალან შირერმა (191 მატჩი), ტიერი ანრიმ (208) და ენდი კოულმა (264) მიაღწიეს.

გარდა ამისა, ვან პერსის მხოლოდ მე-10 ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგაში, რომელმაც 140 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მა ჯიმი გრივსს რო გაქონდა ის არაფერი?
შაკო
18:22 09-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული