ლუი ვან გაალი: ასე მეტად აღარ გაგვიმართლებს

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზედიზედ მე-5 მატჩი მოიგო და ცხრილში მე-3 ადგილზე მოკალათდა. "წითელმა ეშმაკებმა" უშუალო კონკურენტ "საუთჰემპტონს" აჯობეს რობინ ვან პერსის წყვილი გოლით და სწორედ "წმინდანებს" გადაასწრეს. თუმცა ლუი ვან გაალი აღიარებს, რომ მის გუნდს ძალიან გაუმართლა და მეტოქემ "მანჩესტერზე" უკეთ ითამაშა.

"როდესაც მეტოქეს ჯობნი, რასაკვირველია, მეტს იმსახურებ. "საუთჰემპტონი" უკეთ გამოიყურებოდა და ჩვენ ცუდად ვითამაშეთ. ვან პერსი იმ სამ ფეხბურთელს შორის იყო, რომელმაც "მანჩესტერის" მხრიდან კარგად ითამაშა, შეიძლება ძალიან კარგადაც. რობინზე მარტო მისი გოლები არ მეტყველებს. მომავალში უკეთესად უნდა გავისარჯოთ, რადგან
ასე აღარ გაგვიმართლებს" - აღნიშნა ჰოლანდიელმა მწვრთნელმა.

გუნდის თამაშით უკმაყოფილო გახლდათ ვან პერსიც, თუმცა საკუთარი თამაში რობინმა უმაღლესი ქულით შეაფასა, ამ სეზონში ასეთი კარგი მატჩი პირადად მე არ ჩამიტარებიაო.

საინტერესოა, რომ "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებმა მეტოქის კარში ზუსტად მხოლოდ 3-ჯერ დაარტყეს. ასეთი ცუდი მაჩვენებელი მანჩესტერელებს 2003 წლის მერე არ ჰქონიათ პრემიერლიგაში.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" არ წაგვიგია, საკუთარი თავი დავამარცხეთ. თუ რობინ ვან პერსის მსგავს ფეხბურთელს ასეთ შანსებს აჩუქებ, ის დაგსჯის. ჩვენ კი მეტოქე ვერ დავსაჯეთ. შესაძლოა, უფრო მეტჯერ "მანჩესტერი" შეცდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ თავისი მომენტები გამოიყენა, ჩვენ კი ვერა და სხვაობა ეს გახლდათ, თუმცა მაინც მეტი გვეკუთვნოდა" - განაცხადა "საუთჰემპტონის" თავკაცმა რონალდ კუმანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული