"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, არიენ რობენში 24 მილიონი ფუნტი გადაიხადოს

AutoSharing Option
ფოტოზე: ვან გაალი და არიენი ერთად ბოლოს ჰოლანდიის ნაკრებში მუშაობდნენ

"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა, მიუნხენის "ბაიერნს" ნახევარმცველ არიენ რობენში 24 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ამის შესახებ ცნობას The Telegraph-ი ავრცელებს, რომლის თანახმად, ინგლისურ კლუბს ჰოლანდიის ნაკრების 30 წლის ჰავბეკის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სურს.

გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში რობენმა 10 მატჩში ითამაშა, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 3 შედეგიანი გადაცემა. ჩემპიონთა ლიგაში მოედანზე ის ოთხჯერ გამოჩნდა, სადაც 2 გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული