პასუხის ვარიანტები იყო: ა) "ჩელსის" ფეხბურთელი, ბ) ძე ღვთისა, გ) ტელეწამყვანი, დ) X-ფაქტორის მონაწილე, ე) ასტრონავტი.
The Independent-ის ცნობით, ათასი გამოკითხული ბავშვიდან დაახლოებით 20%-მა პასუხის პირველი ვარიანტი აირჩია - "ჩელსის" ფეხბურთელი.
ზოგიერთი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ბავშვებს უბრალოდ ერთმანეთში აერიათ იესო ქრისტე (ინგ. jesus christ) და ხესუს ნავასი (jesus navas), ოღონდ ეს უკანასკნელი არა "ჩელსიში", არამედ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს.