ყოველ მეხუთე ლონდონელ ბავშვს იესო ქრისტე "ჩელსის" ფეხბურთელი ჰგონია

AutoSharing Option
ორი კვირით ადრე შობამდე, რომელსაც დიდი ბრიტანეთში 25 დეკემბერს აღნიშნავენ, ჟურნალისტებმა ლონდონელ ბავშვებს კითხვა დაუსვეს: "ვინაა იესო ქრისტე?"

პასუხის ვარიანტები იყო: ა) "ჩელსის" ფეხბურთელი, ბ) ძე ღვთისა, გ) ტელეწამყვანი, დ) X-ფაქტორის მონაწილე, ე) ასტრონავტი.

The Independent-ის ცნობით, ათასი გამოკითხული ბავშვიდან დაახლოებით 20%-მა პასუხის პირველი ვარიანტი აირჩია - "ჩელსის" ფეხბურთელი.

ზოგიერთი ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ ბავშვებს უბრალოდ ერთმანეთში აერიათ იესო ქრისტე (ინგ. jesus christ) და ხესუს ნავასი (jesus navas), ოღონდ ეს უკანასკნელი არა "ჩელსიში", არამედ "მანჩესტერ სიტიში" თამაშობს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან კიდე იოსი ბენაიონი ეგ თამაშობდა ჩელსიში
0

სიახლეები პოპულარული