ბრიტანულ პრესაში ამაზე საუბარი შეუწყვეტლად გრძელდება. ამბობენ, "წითელი ეშმაკები" 90 მილიონ ფუნტს გადაიხდიანო. ის, რომ მანჩესტერელები ფულის დახარჯვას ისევ აპირებენ, არც დაუმალავთ.
თავის მხრივ, "რეალი" მორიგი ხმაურიანი ტრანსფერების გაჩარხვას შეეცდება და თუ უელსელს გაყიდის, ერთ-ერთი სამიზნე ედენ აზარი იქნება. ბელგიელს მადრიდელებს ადრეც უკავშირებდნენ, მაგრამ "ჩელსი" აზარს მხოლოდ ძალიან ძვირად თუ შეელევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"