ამჯერად, რონალდ კუმანის გუნდი "შეფილდ იუნაიტედთან" დამარცხდა, I ლიგის, ანუ რიგით მესამე დივიზიონის ბინადართან. წაგებაზე მეტად ჰოლანდიელს მეტოქე გუნდის სამწვრთნელო შტაბის საქციელი ეწყინა და მატჩის მერე მოწინააღმდეგის ბანაკში ხელი არავის ჩამოართვა.
საქმე ის არის, რომ ლიგის თასის მეოთხედფინალში ერთადერთი და შემდეგ ეტაპზე გამყვანი გოლი "საუთჰემპტონს" 63-ე წუთზე მარკ მაკნალტიმ გაუტანა და ეს გოლი შეფილდელებმა ისეთი ზღვარგადასული
"მე ხელს იმ ადამიანებს ვართმევ, ვინც პატივს მცემს და სხვებს სცემს პატივს, მათ შორის, მეოთხე არბიტრს" - აღნიშნა კუმანმა.
მორგანი და კლაფი რაღაც პერიოდი მეოთხე არბიტრს აგრესიულად ესაუბრებოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ. ზოგადად, მატჩი რთული გამოდგა. გამოცდილ კრის ფოის 8 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა და ბოლოს "წმინდანების" რუმინელი მცველი ფლორინ გარდოშიც გააძევა, რომელიც გოლის ავტორ მაკნალტის ეუხეშა.
"საუთჰემპტონის" დაცვის ბურჯმა პორტუგალიელმა ჟოზე ფონტემ აღნიშნა, რომ ამ გუნდში მის კარიერაში ეს ყველაზე ცუდი შეხვედრა იყო. აქამდე ასე უსუსურად გვეთამაშოს, არ მახსოვს და გულშემატკივრების მრცხვენიაო. კუმანმა კი დასძინა, ცუდია წაგება, განვიცდით, ფანებს ბოდიშს ვუხდით, მაგრამ იმავე შემართებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და სიტუაცია მალე გამოვასწოროთო.
"პირველ რიგში, დიდი ბოდიში იმ 4 000 გულშემატკივარს, რომლებიც თან ჩამოგვყვნენ. ეს დღე უდავოდ უცუდესი მომენტია ჩემს საუთჰემპტონურ კარიერაში. ყველანი გაბრაზებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ შემდეგ შეხვედრაში "ევერტონთან" სასურველ შედეგს დავაფიქსირებთ. უნდა წამოვდგეთ და შესაბამისი რეაქცია გვქონდეს" - განაცხადა ფონტემ.
ნაიჯელ კლაფი: "კუმანმა თავისი მოსაზრება დააფიქსირა. მე არაფერი მაქვს სათქმელი, ამაზე ლაპარაკის აზრს ვერ ვხედავ. ჯობია, იმაზე ვისაუბროთ, რომ პრემიერლიგის გუნდი დავამარცხეთ!".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"