The Telegraph-ის ცნობით, მოლაპარაკებები სამი თვის წინ დაიწყო, მაგრამ საბოლოო კომპრომისს მხარეებმა ამ კვირაში მიაღწიეს.
აზარი კლუბთან ახალ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კვირაში ხელფასის სახით 250 ათას ევროს მიიღებს.
ხუთი წლის განმავლობაში ბელგიელი დაახლოებით 60 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, აზარი "ჩელსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
ინგლისის პრემიერლიგაში 23 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მომზადებულია The