ედენ აზარი "ჩელსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ედენ აზარი კლუბთან ახალი გაუმჯობესებული კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა.

The Telegraph-ის ცნობით, მოლაპარაკებები სამი თვის წინ დაიწყო, მაგრამ საბოლოო კომპრომისს მხარეებმა ამ კვირაში მიაღწიეს.

აზარი კლუბთან ახალ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და კვირაში ხელფასის სახით 250 ათას ევროს მიიღებს.

ხუთი წლის განმავლობაში ბელგიელი დაახლოებით 60 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ახალი კონტრაქტის მიხედვით, აზარი "ჩელსის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

ინგლისის პრემიერლიგაში 23 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია The
Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული