ფერნანდო ტორესი, რომელიც "ჩელსის" ორი წლით ჰყავს "მილანში" განათხოვრებული, ვერც "როსონერის" რიგებში ბრწყინავს და ახლა "ლივერპულმა" სერიოზულად მოისურვა, რომ "ელ ნინიო" "ენფილდზე" დააბრუნოს.
თუმცა მერსისაიდელებს 30 წლის თავდამსხმელში შემცილებლად მისი კიდევ ერთი ყოფილი გუნდი, მადრიდის "ატლეტიკო" ჰყავთ.
საქმე, დიდი შანსია, იქამდე მივიდეს, რომ ყველაფერი თავად ტორესის გადასაწყვეტი გახდეს.