ფრენკ ლემპარდი თანახმაა, "მანჩესტერ სიტიში" დარჩეს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი ფრენკ ლემპარდი თანახმაა, კლუბში დარჩეს. ამის შესახებ Mirror-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ლემპარდზე უფლებები "ნიუ იორკ სიტის" ეკუთვნის, ინგლისურ გუნდში კი ის იჯარის წესით გამოდიოდა. ფრენკი "ნიუ იორკ სიტის" რიგებს 2015 წლის იანვრიდან უნდა შემატებოდა.

მანამდე "მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ იყო მიღებული.

36 წლის ლემპარდმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 12 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული