დისკვალიფიკაციის გამო ოლივიე ჟირუ ლონდონის "არსენალის" 3 მატჩს გამოტოვებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ავტომატურად მიიღო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია იმის გამო, რომ პრემიერლიგის მე-18 ტურში მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თავი ჩაარტყა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსთან" 26 დეკემბერს გამართული შეხვედრის 53-ე წუთზე ჟირუ წყობილებიდან მეტოქე მცველმა ნედუმ ონუოჰამ გამოიყვანა, რისთვისაც მსაჯისგან უმალ წითელი ბართაი მიიღო.

ამრიგად, ფრანგი თავდამსხმელი ვერ დაეხმარება ლონდონურ გუნდს პრემიერლიგის მატჩებში "ვესტ ჰემთან" (28 დეკემბერს) და "საუთჰემპტონთან" (1-ელ იანვარს), ასევე ინგლისის თასის 1/32 ფინალში "ჰალთან" (4 იანვარს).

მიმდინარე სეზონში ჟირუმ ინგლისის ჩემპიონატში 9 შეხვედრა ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული