ალან პარდიუ - "კაჭკაჭებიდან" "არწივებამდე"

AutoSharing Option
ალან პარდიუმ შესაძლოა, "ნიუკასლ იუნაიტედი" დატოვოს და "კრისტალ პალასის" მთავარი მწვრთნელი გახდეს. ამაზე საუბრები მას მერე დაიწყო, რაც "ევერტონთან" მოგებული 3:2-ის მერე, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე მისი ასისტენტი ჯონ კარვერი გამოცხადდა.

"ალანს არ უთქვამს მიზეზი, მან მითხრა, რომ მე უნდა ჩამეტარებინა პრესკონფერენცია" - აღნიშნა კრავერმა.

პარდიუმ ჟურნალისტებთან საუბარს თავი, შესაძლოა, ზუსტად იმ მიზეზითაც აარიდა, რომ "კრისტალ პალასთან" დაკავშირებული კითხვის ეშინოდა. ალბათ, გახსოვთ, თუ რა საპროტესტო ტალღა იყო მის წინააღმდეგ აგორებული და რა რთულ სიტუაციაში შეინარჩუნა მან პოსტი. გარდა პარდიუსადმი ნდობისა, საქმე ეხება
იმ დიდ კომპენსაციასაც, რომელიც ჯორდების მმართველს, მაიკ ეშლის უნდა გადაეხადა 53 წლის სპეციალისტისთვის.

ახლა კი ბრიტანული პრესა წერს, რომ მხარეებს შორის კომპენსაციაზე მოლაპარაკება შედგა. თავის წილს "კრისტალ პალასიც" გადაიხდის და პარდიუს წასვლა ამიტომაც გახდა რეალური. მისი "არწივებში" გადაბარგების შემთხვევაში, რა ბედი ეწევა და ვის ჩააბარებენ "ნიუკასლს", ამაზე ჯერ ნაკლები ლაპარაკია.

"ნიუკასლი" და პარდიუ
ალან პარდიუმ "კაჭკაჭებთან" 5,5-წლიანი კონტრაქტი 2010 წელს გააფორმა. მან გუნდი კრის ჰიუტონისგან გადაიბარა, თავად კი 4 თვით ადრე იყო მოხსნილი "საუთჰემპტონის" მიერ.

2011/12 წლების სეზონში პარდიუმ ჯორდები მე-5 ადგილზე გაიყვანა პრემიერლიგაში და გუნდმა ევროპალიგის საგზური მოიპოვა. როგორც პრემიერლიგის, ასევე, მწვრთნელების ასოციაციის მიერ იგი წლის მწვრთნელად დასახელდა.

2012 წლის სექტემბერში "ნიუკასლის" მფლობელმა მაიკ ეშლიმ პარდიუს კონტრაქტი 2020 წლამდე გაუხანგრძლივა, თუმცა 2012/13 წლების სეზონი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, "სენტ ჯეიმს პარკის" ბინადრები მე-16 ადგილზე გავიდნენ და მხოლოდ 5 ქულით გაასწრეს გასავარდნ ზონას.

2014 წლის ოქტომბერში პარდიუს წინააღმდეგ სერიოზული მოძრაობა დაიწყო. ფანებმა გააკეთეს სპეციალური ვებგვერდი "მოხსენიპარდიუ.კომ". ყველა მატჩზე იყოს საპროტესტო ბანერები და ობსტრუქცია. ხოლო თავად სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის ოჯახში რამდენიმე ანონიმური ზარი შევიდა, მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ, სანამ ცოცხლები ხართ, წადითო.

პარდიუმ პოსტი თავისი ნებით არ დატოვა, ეშლიმ ის არ მოხსნა და კრიზისი ბრწყინვალე მოგებების სერიით დაიძლია. მათ შორის იყო "ტოტენჰემთან", "სიტისთან", "ლივერპულთან" და "ჩელსისთან" გამარჯვებები, მაგრამ ამას ისევ წაგებები მოჰყვა მიჯრით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული