გამოცემა Mirror-ის ცნობით, 34 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს სამი კლუბი იჩენს, რომელთა შორის "ლოს-ანჯელეს გელექსიცაა". ეს უკანასკნელი ჯერარდს ხელფასის სახით კვირაში 100 ფუნტ სტერლინგსაც სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ჯერარდმა "ლივერპულიდან" წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ნაახალწლევს მიიღო და გადაწყვეტილია, რომ ფეხბურთელი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. ცნობილია ასევე, რომ მისი ახალი კლუბი არ იქნება ინგლისური და შესაბამისად, "ლივერპულის" შესაძლო მეტოქე.
ჯერარდი "ლივერპულის" აღზრდილია და ამ გუნდში 1998 წლიდან გამოდის. ამ ხნის განმავლობაში მან გუნდში 695