29 წლის ფორვარდმა ხმების რაოდენობის 46 პროცენტი დააგროვა, რითაც ეშლი იანგს (31) და მაიკლ ქერიკს (25) გადაუსწრო.
რუნისთვის ეს ჯილდო 2014 წელს პირველი გახდა. ბოლოს "წითელი ეშმაკების" ქომაგებმა რუნი საუკეთესოდ 2013 წლის დეკემბერში აღიარეს.
დეკემბერში რუნიმ სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.