ფრენკ ლამპარდი მხოლოდ "მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს, ფრენკ ლამპარდს სხვა კლუბთან კონტრაქტი არ აკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ ლამპარდს ლონდონის "ჩელსისთან" კონტრაქტის ვადა ამოეწურა. ცნობილი იყო, რომ მან ხელშეკრულება "ნიუ იორკ სიტისთან" გააფორმა, მაგრამ 2014 წლის ბოლომდე იჯარის წესით "მანჩესტერ სიტიში" ითამაშებდა.

თუმცა, როგორც გაირკვა, ერთადერთი კლუბი, რომელსაც ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, "მანჩესტერ სიტია", რაც იმას ნიშნავს, რომ ლამპარდი სეზონს "ქალაქელების" რიგებში დაასრულებს.

აქვე გეტყვით, რომ "ნიუ იორკ სიტისა" და "მანჩესტერ სიტის" ერთი და იგივე მფლობელები
ჰყავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული