ლონდონში "ჩელსიმ" 2:0 დაამარცხა "ნიუკასლ იუნაიტედი", "სიტის" ფრით ისარგებლა და პრემიერლიგაში კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა.
პირველი ტაიმის მიწურულს "ჩელსი" ოსკარმა დააწინაურა, მეორეში კი ბრაზილიელმა ქუსლით მიაწოდა საგოლე პასი დიეგო კოშტას.
ვერ ვიტყვით, რომ "ჩელსიმ" "ნიუკასლი" აშკარად დაჩაგრა, მომენტები სტუმრებსაც ჰქონდათ, მაგრამ შესანიშნავად თამაშობდა პეტრ ჩეხი.
ამ შეხვედრაში "ჩელსის" მაისურით 648-ე მატჩი ითამაშა ჯონ ტერიმ, რომელიც ფრენკ ლამპარდს გაუტოლდა. ახლა ის ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში
მატჩის მერე ჟოზე მოურინიომ პრესკონფერენციაზე ასისტენტი სტივ ჰოლანდი გააგზავნა.
აი, ლამპარდის ამჟამინდელმა გუნდმა "სიტიმ" კი ვერ აჯობა "ევერტონს" - 1:1. ამ შეხვედრაში ტრავმის მერე პირველად ითამაშა სერხიო აგუერომ. "სიტი" ფერნანდინიომ 74-ე წუთზე დააწინაურა, თუმცა ოთხ წუთში გარი ნეისმითმა გაათანაბრა - 1:1. ნეისმითმა ეს ლეიტონ ბეინსის ჩაწოდებით შეძლო. ბეინსი პრემიერლიგის რეკორდსმენი გახდა საგოლე პასებით მცველთა შორის - 30 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 45 საგოლე პასია პრემიერლიგაში.
მანუელ პელეგრინი (სიტი): "პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, მაგრამ მეორეში "ევერტონი" უკეთ ათამაშდა. მეტოქემ ფრის შანსი მიიღო და ეს გამოიყენა. ბოლო პასში არ ვვარგოდით".
"ლივერპულმა" "სტედიუმ ოფ ლაითზე" ლაზარ მარკოვიჩის გოლის წყალობით იმარჯვა - 1:0. "სანდერლენდმა" თამაში 10 კაცით ჩაამთავრა.
ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "დღეს ჩვენ ბრწყინვალე გუნდური თამაში ვაჩვენეთ. მხოლოდ იმან დამწყვიტა გული, რომ ასეთ თამაშს მეტი გოლი მოუხდებოდა. "ლივერპულს" თვითრწმენა უბრუნდება, ჩვენი კოლექტივი ახალგაზრდულია და ის სწორად ვითარდება".
ალან პარდიუს დებიუტი "კრისტალ პალასის" მწვრთნელის პოსტზე წარმატებული გამოდგა, მისმა ახალმა გუნდმა "ტოტენჰემი" დაამარცხა, რომლისთვისაც ეს პრემიერლიგის ისტორიაში მე-300 მარცხია.
სანდერლენდი-ლივერპული 0:1
გოლი: 0:1 მარკოვიჩი (9)
გაძევება: ბრიდკატი (49. სანდერლენდი)
ბარნლი-ქპრ 2:1
გოლები: 1:0 არფილდი (12),1 :1 ოსტინი (33-პენ), 2:1 ინგსი (37)
ჩელსი-ნიუკასლი 2:0
გოლები: 1:0 ოსკარი (43), 2:0 დ. კოშტა (59)
ევერტონი-მანჩესტერ სიტი 1:1
გოლები: 0:1 ფერნანდინიო (74), 1:1 ნეისმითი (78)
ლესტერი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 კონჩესკი (45)
გაძევება: ჯეიმსი (93. ლესტერი), კლარკი (94)
სუონსი-ვესტ ჰემი 1:1
გოლები: 0L1 კეროლი (43), 1:1 ნოუბლი (74 ს.კ.)
ვესტ ბრომვიჩი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 ბერაჰინო (78)
კრისტალ პალასი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 კეინი (49), 1:1 გეილი (69-პენ), 2:1 პანჩეონი (80)
1. ჩელსი - 49; 2. მანჩესტერ სიტი - 47; 3. მანჩესტერ იუნაიტედი - 37; 4. საუთჰემპტონი - 36; 5. ტოტენჰემი - 34.