საიდო ბერაჰინო შეიძლება იანვარშივე წავიდეს "ალბიონიდან"

AutoSharing Option
"ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელი საიდო ბერაჰინო არ გამორიცხავს, რომ გუნდი იანვარშივე დატოვოს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "ალბიონის" 20 გოლიდან 9 სწორედ 21 წლის ფორვარდს აქვს გატანილი, მისი შემცვლელი ან შემცვლელები "ვესტ ბრომს" აუცილებლად დასჭირდება და შემტევების დამატება გუნდს ისედაც არ აწყენდა. გამოცდილ ტონი პულისს ამაზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვს და კანდიდატებიც გამოურჩევია...

პულისის პირველი სამიზნე მისი ყოფილი შეგირდი ჯონათან უოლტერსია. მასთან ერთად გამოცდილი მწვრთნელი "სტოკში" ყოფნისას მუშაობდა. ბოლო დროს ინგლისში დაბადებულ ირლანდიელს "ბრიტანიას" ბინადართა ძირითადში ყოველთვის ვერ ვხედავთ ხოლმე და ამიტომაც
31 წლის შემტევმა, შესაძლოა, სიამოვნებით მიიღოს ექსმწვრთნელის წინადადება. თანაც, მას "სტოკთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

კიდევ ერთი კანდიდატი "ლესტერის" ჯეიმი ვარდია. 28 წლის შემტევი დაახლოებით 5 მილიონ ფუნტად ფასდება. "მელიებს" ერთი თავდამსხმელის გაშვება შეუძლიათ და ფულიც სჭირდებათ მას მერე, რაც ხორვატ ფორვარდში, ანდრეი კრამარიჩში 9 მილიონის გადახდა გადაწყვიტეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული