როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ფორმის ძველი სტილი გუნდს ძველ დიდებასაც დაუბრუნებს.
ცნობისთვის, "წითელ ეშმაკებს" მომავალ სეზონში ეკიპირებით "ადიდასი" მოამარაგებს, რომელმაც მანჩესტერულ კლუბთან კონტრაქტი 10 წლით გააფორმა. გერმანული ფირმისგან "მანჩესტერ იუნაიტედი" 750 მლნ ფუნტს მიიღებს, რაც გაცილებით მეტია ამჟამინდელი სპონსორისგან, "ნაიკისგან" მიღებულ შემოსავალზე.