პრემიერლიგა. XXII ტური: ლიდერი "ჩელსი" უელსელებს დაერია [VIDEO]

AutoSharing Option
17 იანვარს ინგლისი პრემიერლიგის 7 მატჩი გაიმართა. პრემიერლიგის ლიდერმა "სუონსი" მცველების უამრავი შეცდომის გამო, მკაცრად დასაჯა. პირველი ტაიმი "ჩელსიმ" მასპინძლებს 4:0 (!) მოუგო. ჟოზე მოურინიომ კარში კვლავ პეტრ ჩეხი ამჯობინა ტიბო კურტუას.

ანგარიში პირველივე წუთზე ოსკარმა გახსნა. უნდა აღინიშნოს, რომ ოსკარის, სესკ ფაბრეგასის და ედენ აზარის ტრიო შესანიშნავად მოქმედებდა და მეტოქეს ათას თავსატეხს უჩენდა დაცვაში. ოსკარის გოლის მერე, დიეგო კოშტამ დუბლი შეასრულა, მალე დუბლს ბრაზილიელიც შეწვდა.

მეორე ტაიმში ბრანისლავ ივანოვიჩმა გერმანელ ანდრე შიურლეს გაატანინა - 0:5. სესკ ფაბრეგასი პირველი ფეხბურთელია
პრემიერლიგაში, რომელმაც 15 საგოლე პასი ორჯერ მოახერხა სეზონში. პირველად ეს მან "არსენალის" რიგებში 2007/08 წლებში შეძლო (18 საგოლე პასი).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჟოზე მოურინიო (ჩელსი): "ხანდახან არის ისეთი თამაში, რომელიც მწვრთნელის კონტროლიდან გამოდის. ამიტომაც ძალიან კარგად მესმის გარი მონკის, რომელმაც ძალიან განაწყენებულმა დატოვა სტადიონი.

ერთი, რაც შემიძლია ვთქვა -სჯობს ერთხელ 0:5 წააგო, ვიდრე ხუთჯერ 0:1. დარწმუნებული ვარ, "სუონსის" ფეხბურთელები სწორად შეაფასებენ ვითარებას".

"ლივერპულმა" ბირმინგემში "ასტონ ვილას" აჯობა. პირველ ტაიმში ჯორდან ჰენდერსონმა ფაბიო ბორინის გაატანინა. ეს იტალიელი ფორვარდის პირველი გოლია სეზონში. მეორე ტაიმში "ასტონ ვილა" უტევდა, მაგრამ გოლი აქეთ გაუშვა, ეს რიკი ლამბერტმა მოახერხა - 0:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "მეტოქემ მეორე ტაიმი კარგად დაიწყო, მაგრამ ჩვენ დაცვაში კარგად ვითამაშეთ. სიმონ მინიოლემ დიდებულად ითამაშა, ის ჩემ თვალში ძალიან გაიზარდა, როგორც მეკარე. დღეს მან ორჯერ გადაგვარჩინა".

ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონში "ქუინზ პარკ რეინჯერსს" მოუგო - 2:0. გოლები მარუან ფელაინიმ და ჯეიმს უილსონმა გაიტანეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუი ვან გაალი (მანჩესტერ იუნაიტედი): "თამაშის ტემპს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ვცადეთ ანხელ დი მარია ცენტრფორვარდად. ეს სარისკო იყო, მაგრამ ჩვენ ხომ 2:0 მოვიგეთ. ჩვენი დაცვის ხაზის თამაშით კმაყოფილი ვარ".

ალან პარდიუს "კრისტალ პალასი" 0:2-ს აგებდა "ბარნლისთან", თუმცა სტუმრად 3:2 მოიგო. დუაიტ გეილმა დუბლი შეასრულა, დიდებული გოლი გაიტანა ჯეისონ პანჩეონმა.

"სტოკმა" სტუმრად მოუგო აუტსაიდერ "ლესტერს", "მელიების" კარში გამარჯვების გოლი ბოიან კრკიჩმა შეაგდო - 0:1.

ლონდონში "ტოტენჰემმა" 2:1 დაამარცხა "სანდერლენდი". ლონდონელები მატჩის დასაწყისში იან ვერტონგენმა დააწინაურა, თუმცა 31-ე წუთზე სებასტიან ლარსონმა დიდებული საჯარიმო დარტყმით გაათანაბრა. "დეზებს" კრისტიან ერიქსენმა მოაგებინა, დანიელის დარტყმული ძელს მოხვდა და ისე გავიდა სტუმართა კარში.

"ნიუკასლმა" "საუთჰემპტონს" უმასპინძლა. რონალდ კუმანს თანამემამულე ელჯერო ელიამ მოაგებინა, რომლის ანგარიშზეც დუბლია "ნიუკასლის" კარში - 1:2.

ასტონ ვილა-ლივერპული 0:2
გოლები: 0:1 ბორინი (24), 0:2 ლამბერტი (79)

ბარნლი-კრისტალ პალასი 2:3
გოლები: 1:0 მი (12), 2:0 ინგსი (16), 2:1 გეილი (28), 2:2 პანჩეონი (48), 2:3 გეილი (87)

ლესტერი-სტოკი 0:1
გოლი: 0:1 კრკიჩი (63)

ქპრ-მანჩესტერ იუნაიტედი 0:2
გოლები: 0:1 ფელაინი (58), 0:2 უილსონი (94)

სუონსი-ჩელსი 0:5
გოლები: 0:1 ოსკარი (1), 0:2 დ. კოშტა (20), 0:3 დ. კოშტა (34), 0:4 ოსკარი (36), 0:5 შიურლე (79)

ტოტენჰემი-სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 ვერტონგენი (3), 1:1 ლარსონი (31), 2:1 ერიქსენი (88)

ნიუკასლი-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 0:1 ელია (14), 1:1 გუფრანი (29), 1:2 ელია (62)

1. ჩელსი - 52 ქულა; 2. მანჩესტერ სიტი - 47; 3. საუთჰემპტონი - 42; 4. მანჩესტერ იუნაიტედი - 40; 5. ტოტენჰემი - 37.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული