ჟოზე მოურინიო: ჩვენ ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო ვიუარეთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ანხელ დი მარიასა და რადამელ ფალკაოს დამატების შანსი ჩვენს გუნდსაც ჰქონდა, სანამ ამ მოთამაშეებს "მანჩესტერ იუნაიტედს" შესთავაზებდნენ, მაგრამ უარი განვაცხადეთო.

"ლურჯების" კაპიტანი ჯონ ტერი კი ირწმუნება, მიუხედავად 5-ქულიანი უპირატესობისა და იმისა, რომ სატურნირო ცხრილში კვლავ წინ გავიჭერით, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია და მთავარი ბრძოლები წინ გვაქვსო.

"პრემიერლიგა გრძელი ტურნირია და თუნდაც შემდეგ ტურში "სიტისთან" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და მოდუნება დაუშვებელია. ასეთი სერიოზული და მომქანცველი ტურნირების მოსაგებად დიდი ფეხბურთელები და
გამოცდილებაა საჭირო. დიდი ფეხბურთელები არ გვაკლია, არც გამოცდილება და არც ნიჭიერი ახალგაზრდები. მომწონს, რომ ყველა ტურნირზე მოგება გვინდა, ეს შემართება ძალიან მნიშვნელოვანია" - აღნიშნა ტერიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული