"დეზები" დომინირებდნენ, ბურთის ფლობა 65% ჰქონდათ და ძირითადად, ისინი უტევდნენ, მაგრამ გატანა გაუჭირდათ. საბოლოოდ, მაურისიო პოჩეტინოს გუნდს "უაით ჰართ ლეინის" სტუმართა მცველმა ჯეი მაკიველიმ უშველა, რომელმაც ხელით ითამაშა და ნილ სვორბრიკს პენალტის დანიშვნის საფუძველი მისცა.
თერთმეტმეტრიანი ანდროს თაუნსენდმა აქცია გოლად და თავის კლუბს გამარჯვება მოუტანა.
აღსანიშნავია, რომ ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა ემანუელ ადებაიორი, რომელიც სასტარტოში 2 ნოემბრის მერე არ გვეხილა და ახლა იგი სულაც
აღსანიშნავია, რომ ნაიჯელ კლაფის ბიჭებს ორი მომენტი მაინც ჰქონდათ და 28 იანვარს, "ბრემოლ ლეინზე" საპასუხო შეხვედრაში, ალბათ, ისევ დიდ ბრძოლას გაუმართავენ "დეზებს". სათქმელია, რომ ასოციაციისა და ლიგის თასების წინა 17 შეხვედრიდან, რომელიც შეფილდელებმა კლაფის ხელმძღვანელობით ჩაატარეს, მხოლოდ ერთი ჰქონდათ წაგებული.
ზოგადად, ეს გუნდი 2003 წლის მერე პირველადაა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში, მაშინ "შეფილდმა" "ლივერპულთან" წააგო. სწორედ მერსისაიდელებისა და "ჩელსის" დუელში გამარჯვებულს შეხვდება ამ წყვილში გამარჯვებული 1-ელ მარტს "უემბლიზე", ფინალში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"