"ლივერპულის" ფანმა თავის ქალიშვილს YNWA დაარქვა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნორვეგიელმა ფანმა თავის ქალიშვილს ე.წ. შუა სახელად YNWA დაარქვა. გოგონა უკვე 4 წლისაა.

მოგეხსენებათ, ეს აბრევიატურა "ენფილდის" ბინადრების სლოგანია და ასე იშიფრება - You’ll never walk alone ("შენ არასოდეს იქნები მარტო"). ამავე სახელწოდების სიმღერა მერსისაიდელთა ჰიმნია.

ეყვარება თუ არა გოგონას "ლივერპული", ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ ის მართლაც არასდროს იქნება მარტო.

ამის შესახებ ინგლისშიც გახდა ცნობილი და ახლა ეს ნორვეგიელი გულშემატკივარი "ენფილდზე" ჩასასვლელად ემზადება. მას ემოციური დახვედრა ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული