"მანჩესტერ იუნაიტედი"დარენ ფლეტჩერს უფასოდ უშვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" გადაწყვიტა, რომ შოტლანდიის ნაკრების კაპიტანს, დარენ ფლეტჩერს ხელი არ შეუშალოს და უფასოდ გაუშვას გუნდიდან.

30 წლის ნახევარმცველს, რომელსაც 342 შეხვედრა აქვს ჩატარებული "წითელი ეშმაკების" რიგებში, ბევრი მსურველი ჰყავს. მათ შორის ყველაზე მეტად "ვესტ ჰემ იუნაიტედი" აქტიურობს. თუმცა "ჩაქუჩების" მთავარმა მწვრთნელმა სემ ალარდაისმა თქვა - დაინტერესებულნი კი ვართ, მაგრამ სამუდამოდ ვერ დავიცდითო.

ვნახოთ, თუ მანჩესტერელები მართლაც თავისუფლად უშვებენ ფლეტჩერს, მისი "ვესტ ჰემში" ზამთარშივე ჩარიცხვა ჯერ კიდევ მოსწრებადია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული