30 წლის ნახევარმცველს, რომელსაც 342 შეხვედრა აქვს ჩატარებული "წითელი ეშმაკების" რიგებში, ბევრი მსურველი ჰყავს. მათ შორის ყველაზე მეტად "ვესტ ჰემ იუნაიტედი" აქტიურობს. თუმცა "ჩაქუჩების" მთავარმა მწვრთნელმა სემ ალარდაისმა თქვა - დაინტერესებულნი კი ვართ, მაგრამ სამუდამოდ ვერ დავიცდითო.
ვნახოთ, თუ მანჩესტერელები მართლაც თავისუფლად უშვებენ ფლეტჩერს, მისი "ვესტ ჰემში" ზამთარშივე ჩარიცხვა ჯერ კიდევ მოსწრებადია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"