ლონდონის ''ჩელსი'' რამოსისა და კუადრადოს შეძენაზე დაფიქრდა

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოსა და სერხიო რამოსს შორის ბოლოს თითქოს იდეალური ურთიერთობა არ იყო, გავრცელებული ცნობებით, "ჩელსი" 28 წლის მცველის აგენტს შეეხმიანა და შეეცდება, რომ იგი "სტემფორდ ბრიჯზე" გადაიყვანოს.

აქვე სათქმელია, რომ "ჩელსიმ" შესაძლოა, ისევ შეაწუხოს ფლორენციის "ფიორენტინა" და ხუან კუადრადოს გადაბირება სცადოს, რადგან დონეცკის "შახტარი" დუგლას კოშტას ძვირად ყიდის და ლონდონელებს ისევ კოლუმბიელში ურჩევნიათ მეტის გადახდა, ვიდრე ბრაზილიელში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული