თავიდან "ლურჯებს" კოლუმბიელში ფლორენციის "ფიორენტინას" მიერ მოთხოვნილი თანხა ეძვირათ, მაგრამ მას მერე, რაც დონეცკის "შახტარს" დუგლას კოშტას თაობაზე შეეხმიანენ, ბრაზილიელი კიდევ უფრო ეძვირათ და ისევ კუადრადოს დაუბრუნდნენ, რომელიც ჟოზე მოურინიოს დუგლაშ კოშტაზე არანაკლებ ესიმპათიურება, თუ უფრო მეტად არა, რაც პორტუგალიელს არასდროს დაუმალავს.
მოკლედ, გუნდები საბოლოოდ ასეთ ვარიანტზე შეთანხმდნენ - "იები" კუადრადოს სანაცვლოდ 23,3 მილიონ გირვანქას მიიღებენ და ბონუსების სახით ეს თანხა, შესაძლოა, 26,8 მილიონამდე (სწორედ ამდენი იყო 26 წლის
"ძალიან გახარებული და მადლიერი ვარ იმით, რომ ეს შანსი მომეცა. ეს დიდი გუნდია და სიმართლე ითქვას, ოცნება ამიხდა, "ჩელსის" ოჯახს შევუერთდი. თანაც, ვიცი, რომ მწვრთნელს ჩემი სჯერა. ძალიან ბედნიერი ვარ" - განაცხადა კუადრადომ, რომელმაც 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
ტრანსფერს ფორმალურ დადასტურებამდე, ფაქტობრივად, ოფიციალური სახე "ფიორენტინას" მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მისცა თავისი კომენტარით. შესაძლოა, მას კუადრადოს წასვლა დიდად არ გახარებია, მაგრამ აქ ფეხბურთელის სურვილზეც იყო და ფლორენციელები ასეთ სარფიან წინადადებაზეც ვერ იტყოდნენ უარს, რადგან ფინანსურად მოძლიერება სჭირდებოდათ. მეორე მხრივ, ამ ფულით "იებს" რამდენიმე საჭირო მოთამაშის ყიდვაც შეეძლებათ.
"ეს იყო ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო, გუნდი სწორად მოიქცა. პლუს, თანხასთან ერთად ასევე ძალიან კარგ ფეხბურთელს ვიღებთ, რომელიც ამ სეზონში დაგვეხმარება. მთავარია, სალაჰმა ადაპტაცია მალე გაიაროს, რადგან შვეიცარიის და ინგლისის ლიგები განსხვავებულია, სერია A სპეციფიკური ჩემპიონატია.
ისიც ფაქტია, რომ დაცვითი ფუნქციების შესრულების მხრივ, კუადრადოს გაცილებით მეტი შეუძლია, ვიდრე სალაჰს. ხუანი არის ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ღიმილიანი იყო და "ფიორენტინასთვის" ყველაფერს აკეთებდა. ბედნიერი ვარ მისი სიხარულით, იგი დიდ გუნდში გადადის" - თქვა "აეროპლანინომ".
კუადრადოს ტრანსფერი კი შესაძლებელი ანდრე შურლეს გაყიდვამ გახადა. 24 წლის მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამშობლოში ბრუნდება. შურლე ახლა ამბიციურ "ვოლფსბურგს" დაეხმარება ბუნდესლიგასა და ევროსარბიელზე წარმატებების მიღწევაში, რომელთანაც კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა.
"მგლებს" ეს სიამოვნება 22 მილიონი გირვანქა დაუჯდათ. შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ივნისში შურლე "ჩელსიმ" "ლევერკუზენიდან" იყიდა. მოურინიოს გერმანელი თავიდან ძალიან ესიმპათიურებოდა, მუდამ ათამაშებდა, მაგრამ მერე აითვალწუნა და შურლეს უფრო თადარიგში ვხედავდით ხოლმე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"