"დეზებს" ალიში 5 მილიონი გირვანქის გადახდა მოუხდათ და მასთან ხუთწლინახევრიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, ალის მოუწევს, "ტოტენჰემი" შეიყვაროს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი "ლივერპულის" გულშემატკივრობას იფიცებოდა და მისი კუმირი სტივენ ჯერარდია.
საინტერესოა, რომ "უაით ჰართ ლეინიდან" წასვლასთან ახლოს ყოფილა ემანუელ ადებაიორი, მაგრამ ტოგოელი თავდამსხმელი თანაქალაქელ
არადა, 30 წლის ადებაიორს "ვესტ ჰემთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებული ჰქონდა და წესით, სემ ალარდაისთან იჯარით უნდა ეთამაშა. ლევიმ თავისი გადაწყვეტილებით უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო "ჩაქუჩების" თანათავმჯდომარე დევიდ გოლდი, რომელმაც "თვითერზე" დაწერა - დასაძინებლად ნუ წახვალთო. "ვესტ ჰემის" ფანებიც ახალი ტრანსფერის მოლოდინში გვიანობამდე დარჩნენ ტელევიზორებთან და კომპიუტერებთან, მაგრამ... გოლდს მობოდიშება მოუხდა.
ადებაიორს არა, მაგრამ აარონ ლენონს დროებით წასვლის უფლება "დეზებმა" მისცეს და იგი "ევერტონში" გაანათხოვრეს. რით დაეხმარება რობერტო მარტინესს და აღიდგენს თუ არა სათამაშო ფორმას 27 წლის ფლანგელი, ერთად ვნახავთ.
ფაქტია, სულ არაფერს ეს სიახლე ნამდვილად სჯობდა, თორემ კრიზისში მყოფი "კანფეტები" აქამდე სულ ფეხბურთელების გაშვებით იყვნენ დაკავებულნი, მათ სამუელ ეტო’ო "სამპდორიას" დაუთმეს და რამდენიმე მეორეხარისხოვანი მოთამაშე გაანათხოვრეს.
არადა, ანერვიულებული მარტინესი ჯერ კიდევ ზაფხულში ვარაუდობდა პრობლემებს და ინტუიცია კარნახობდა, რომ თუ გუნდი გვარიანად არ გაძლიერდებოდა, პრობლემები შეექმნებოდა. ესპანელს არც ზაფხულში და მით უმეტეს, არც ზამთარში სასურველი ფეხბურთელები არ მიუყვანეს და აი, საბოლოოდ ლენონის ამარა დარჩა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"