ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" წმენდას შეუდგა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ზამთარში სატრანსფერო ბაზარზე ხმაურიანი აქტიურობა არ ისურვა და ეს პერიოდი მშვიდად ჩაატარა.

ბოლო დღეებში ფანები ტყუილად ელოდნენ ახალ მოთამაშეებს, სიახლეები ზაფხულისთვის გადაიდო. სამაგიეროდ, ლუი ვან გაალი ერთგვარ წმენდას შეუდგა...

"კრისტალ პალასისთვის" უილფრიდ ზაჰას უკან მიყიდვის გარდა, "წითელმა ეშმაკებმა" გუნდიდან უფასოდ, თავისუფალი აგენტების სტატუსით გაუშვეს ანდერსონი და დარენ ფლეტჩერი.

მანჩესტერელებმა კეთილი ნება გამოიჩინეს და ამ ფეხბურთელებს დამატებითი ბარიერები აღარ შეუქმნეს.

ანდერსონი დიდი ხანია, კრიზისშია
და ფორმის აღდგენას სამშობლოში შეეცდება. ბრაზილიელი ფეხბურთელები პრობლემური პერიოდების დროს ხშირად მიმართავენ ხოლმე მსგავს ხერხს და შინ ბრუნდებიან. იგი "ინტერნასიონალში" ჩაირიცხა. ანდერსონი ჯერ მხოლოდ 26 წლისაა.

30 წლის დარენ ფლეტჩერს რაც შეეხება, შოტლანდიელზე ფანებს გული უფრო დასწყდათ, მაგრამ როგორც ჩანს, მას "ოლდ ტრაფორდზე" მომავალი აღარ ჰქონდა და ამიერიდან ტონი პულისის "ვესტ ბრომვიჩ ალბიონს" მიეხმარება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული