"წმინდანებმა" რაიან ბერტრანი "ჩელსისგან" ბოლომდე გამოისყიდეს და მასთან ოთხწლინახევრიანი კონტრაქტი გააფორმეს.
როგორც ჩანს, ამით 25 წლის გარემარბის მოგზაურობა საკმაო ხნით სრულდება.
ბერტრანმა, თითქოს, მიაგნო სასურველ გუნდს და "სენტ მერიზეც" ძალიან კმაყოფილები არიან მისით.
ძალიან საინტერესო და პერსპექტიული ჩანს ფილიპ ჯურიჩიჩის ტრანსფერი, რომელიც "სოტონმა" სეზონის ბოლომდე "ბენფიკასგან" ინათხოვრა.
23 წლის სერბის კარიერა "რადნიჩკიში" დაიწყო, საიდანაც იგი "ჰერენვენში" გადაბარგდა და "წმინდანების" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს, პირველ რიგში, სწორედ იქიდან ახსოვს.
ჯურიჩიჩი
ჯურიჩიჩი "არწივების" რიგებში რატომღაც ვერ ათამაშდა და იგი "მაინცში" გაანათხოვრეს, სადაც ფილიპმა ასევე ვერ ითამაშა ლამაზად და პროდუქტიულად.
ახლა კი ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ინგლისში მოსინჯავს თავს და თუ რონალდ კუმანმა ბოლო წლებში ძალიან უფერული ელჯერო ელია აათამაშა, ჯურიჩიჩს რატომ ვერ გამოაფხიზლებს?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"