მეტოქის ფეხბურთელები მხოლოდ წინ ურტყამდნენ ბურთს იღბლის იმედად და გაუმართლათ კიდეცო. როდესაც პრესკონფერენციაზე ჰოლანდიელს ამ თემაზე კითხვა დაუსვეს მან უცებ "დახლსქვემოდან" ფურცლები ააფრიალა ჟურნალისტების თვალწინ და სტატისტიკური მონაცემებით ტაქტიკური წიაღსვლები დაიწყო.
" იქიდან გამომდინარე, რომ ამ კითხვას ველოდი და ვიცოდი, რომ დამისვამდით, სტატისტიკური ანალიზიდან რამდენიმე მონაცემი ამოვიღე და მინდა, ისინი გიჩვენოთ. ჩვენს ტაქტიკას და თამაშს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა, ეს კარგი საქციელი არ
"წითელი ეშმაკების" თავკაცმა არ უარყო, რომ მისი გუნდი გრძელ პასებს ხშირად აკეთებდა და აკეთებს, მაგრამ ეს პირდაპირ ფორვარდებისკენ ბურთის უაზროდ ჩაგდება სულაც არ არის.
ზოგადად მანჩესტერმა მეტი გადაცემა გააკეთა და მთლიანობაში "გრძელი პასიც" (25 მეტრზე უფრო დიდ დისტანციაზე გაკეთებული გადაცემა) უფრო ბევრი ჰქონდა, მაგრამ საინტერესოა, რასაც ალარდაისი "აპროტოსტებდა", იმით სწორედ მისი გუნდი უფრო აქტიურად ყოფილა დაკავებული, ვიდრე "მანჩესტერი". "ჩაქუჩებს" გრძელი გადაცემებიდან პირდაპირ ფორვარდებისკენ გაკეთებული პასების 71.1% ჰქონდათ, ხოლო "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებს 49.9%.
ასე რომ, რამდენიმე ძველი ანდაზის მოტივებზე ახალ გამონათქვამს თუ ავკინძავთ, ვან გაალს ასე გამოუვიდა - ჩემი პრიმიტიული ტაქტიკა ისეთმა მწვრთნელმა გააკრიტიკოს, რომლის გუნდიც ნაკლებ გრძელ გადაცემას აკეთებსო...
"ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როდესაც მატჩში ბურთის ფლობის 60%-იანი მაჩვენებელი გაქვს, ეს მხოლოდ გრძელი პასებით თამაშისას შესაძლებელია?" - მრავალმნიშვნელოვნად იკითხა ვან გაალმა.
იხტიბარი არც ჰოლანდიელის კრიტიკოსებმა და მისდამი სკეპტიკურად განწყობილმა პირებმა გაიტეხეს და აღნიშნეს, ლუი აქამდე, რომ მივიდა და ასე უწევს თავის მართლება და დეტალებში კირკიტი, უკვე იმაზე მეტყველებს რომ ყველაფერი დაბალანსებულ-დალაგებული ვერ აქვსო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"