ბევრი ფუნტი სტერლინგს რყვნის

AutoSharing Option
ბრენდან როჯერსი მისი კლუბისა და უკვე ინგლისის ნაკრების ლიდერად ქცეულ რაჰიმ სტერლინგს ჭკუას არიგებს.

საქმე იმაშია, რომ 20 წლის ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც მოქმედი შეთანხმებით, "ლივერპულთან" 2017 წლამდეა დაკავშირებული, კლუბი ახალ, დაუჯერებლად კარგ და სარფიან კონტრაქტს სთავაზობს. თუმცა, როგორც ჩანს, სტერლინგი, რომელსაც ცოტა მძიმე ხასიათი აქვს, ამ კონტრაქტზე ხელის მოწერას არ ჩქარობს.

ნორჩ ტალანტს, ალბათ, მადრიდის "რეალისა" და სხვა გრანდების ინტერესმა თავბრუ დაახვია, მადა გაუზარდა და გადაწყვეტილების მიღებაც უჭირს.

სწორედ ამიტომ მიიჩნევს როჯერსი, რომ ასეთ ასაკში მოთამაშეებმა ყველაფერი ერთბაშად არ უნდა
მიიღონ, მაგრამ თავისი მესიჯის შესაფუთად იმასაც ამატებს, ამას ზოგადად ვამბობ, პირადად სტერლინგს არ ეხება, მჯერა, რაჰიმმა ჩემ გარეშეც იცის, რა სჭირდება და დარჩებაო.

"გუნდმა ახალგაზრდა მოთამაშეს საუცხოო კონტრაქტი შესთავაზა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს სტიმული რჩებოდეს და იცოდეს, რომ თუ კარგად ითამაშებს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება და ყველაფერს ერთად არ იღებდეს.

ეს ჩემი ხმამაღალი რჩევა მხოლოდ რაჰიმს კი არა, ყველას ეხება. ნიჭიერ ფეხბურთელებს სხვადასხვა ფაქტორის გამო ყურადღება არ უნდა გაეფანტოთ და კარიერა არ უნდა აერიოთ, თორემ რაჰიმის შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ გვექნება. მჯერა, მანაც კარგად იცის, რომ ეს მისთვის საუკეთესო ადგილია" - თქვა როჯერსმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული