ლუი ვან გაალი: რუნი ცოტას იტანს? როდესაც ნახევარდაცვაში გათამაშებენ, ასეა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა უშუალოდ გუნდის კაპიტნის, უეინ რუნის სათამაშო პოზიციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ რუნი ნომინალური თავდამსხმელია, თუმცა ჰოლანდიელი სპეციალისტის ხელში ის არცთუ იშვიათად ნახევარდაცვაში ჩნდება.

"რუნი ცოტას იტანს? როდესაც ნახევარდაცვაში თამაშობთ, არცთუ ხშირად გეძლევათ მეტოქის კარის აღების შესაძლებლობა. რუნი თავდასხმის სამეულის მოთამაშე არაა, ის ნახევარდაცვის სამეულშია.

კმაყოფილი ვართ თუ არა შუა ხაზით? ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სასარგებლოა ხოლმე ის. მოედანზე მისი პოზიციის თაობაზე გადაწყვეტილებას მე ვიღებ და ის შეიძლება შეიცვალოს.

რუნის თავდამსხმელად თამაშიც შეუძლია, მაგრამ ითამაშებს
თუ არა - მოიცადეთ და ნახავთ", - აქვეყნებს ვან გაალის ნათქვამს Manchester Evening News-ი.

ცნობისთვის, რუნის ანგარიშზე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში გატანილი 8 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული