აარონ რემზი ისედვ დიდი ხნით დაშავდა?

AutoSharing Option
* აარონ რემზი "არსენალს" შესაძლოა, ერთი თვით დააკლდეს.

* "ლესტერთან" თამაშში "არსენალს" კიდევ ერთი ვარსკვლავი დაუშავდა ალექსის სანჩესმა მუხლი დაიშავა.

"ემირატებზე" შფოთიანი თამაში იყო. არადა, მას მერე, რაც მესუთ იოზილის დახმარებით ლორენ კოშელნიმ და თეო უოლკოტმა გაიტანეს და "მეთოფეებმა" ტაიმი 2:0 მოიგეს, სანერვიულო აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ "ლესტერის" სარეკორდო შენაძენმა ანდრეი კრამარიჩმა თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა და ამის მერე "მელიებს" კიდევ რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, მათ შორის იმავე 23 წლის ხორვატს, მაგრამ კრმარიჩმა ლამაზი გოლის გატანა განიზრახა და დავიდ ოსპინას
ბურთი თავზე ვერ გადაავლო.

არსენ ვენგერს ნერვები შეგირდების არადამაჯერებელი თამაშის გარდა, აარონ რემზის მორიგმა ტრავმამ მოუშალა. თანაც თავად ფრანგის თქმით და ექიების წინასწარი დიაგნოზით, საქმე არც ისე კარგადაა და დაზიანება სერიოზული ჩანს.
"ლესტერი" ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული დღემდე სტაბილურად ბოლო ადგილზეა, მაგრამ მარად დისკვალიფიცრებულ ნაიჯელ პირსონს გუნდიდან არ უშვებენ.

მას რომ უფროსობასთან კარგი დამოკიდებულება აქვს იმითაც გამოჩნდა, რომ ტრიბუნაზე "მელიების" მფლობელი ვიშაი შრივადჰანაპრაბჰასა და მისი მეუღლის უკან იჯდა. აქვე ვთქვათ, რომ პირსონი დამატებით სასჯელს გადაურჩა.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა "კრისტალ პალასის" ჯეიმს მაკარტურთან მცირე შეხლა-შემოხლისთვის იგი აღარ დაესაჯა. მატჩის შემდეგ კი ამ სპეციალისტმა განაცხადა, დავიღალე ამდენი უიღბლობით, რამდენი მომენტი გვქონდა და არ უნდა წაგვეგოო. რაღაცით მართალია - "მელიებს" მართლაც არ უმართლებს.

აქვე ვთქვათ, რომ კოშელნიმ მიმდინარე პრემიერლიგაში მესამე გოლი გაიტანა და ფრანგის სამივე გოლი მეკარის საჯარიმოს მიდამოებიდან გავიდა და მას არც ერთხელ არ მეურვეობდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული