"ნიუკასლის" ფეხბურთელს ტრიბუნიდან მონეტა ესროლეს

AutoSharing Option
"კრისტალ პალასისა" და "ნიუკასლის" შეხვედრა ზავით კი დასრულდა და ალან პარდიუ თავის ყოფილ კლუბსა და ასისტენტს, ჯონ კარვერს მშვიდობით გაეყარა, მაგრამ "არწივებისა" და "კაჭკაჭების" ჭიდილი არასასიამოვნო ინციდენტით გამოირჩა.

"ჯორდების" კაპიტან ფაბიო კოლოჩინის ტრიბუნიდან მონეტა ესროლეს, რომელიც მას კინაღამ თვალში მოხვდა და ეს რომ მომხდარიყო, შეიძლებოდა იგი სერიოზულად დაშავებულიყო. ამ ფაქტს, ალბათ, სანქციები მოჰყვება.

"მონეტა კოლოს თვალს სულ ცოტათი, ინჩით ასცდა, თორემ იგი შეიძლებოდა დაბრმავებულიყო. ის, რაც მოხდა, ძალიან დასანანია, რადგან "სელჰარსტ პარკზე" ყოველთვის ბრწყინვალე ატმოსფეროა ხოლმე და გამოსარჩევი ფანები არიან"
- განაცხადა კარვერმა.

ალან პარდიუ: "ჩვენი გუნდის ფანები მსგავსი გამოხდომებით არასოდეს გამოირჩეოდნენ და იმედია, ამ ინციდენტს გამოიძიებენ. როგორც იცით, ეს "კრისტალ პალასის" სახე არ არის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული