სქოულზმა მწვავედ გააკრიტიკა როგორც გუნდი, ასევე ვან გაალი.
"ვწუხვარ, მაგრამ დღეს ლუი ვან გაალის გუნდის თამაშის ყურებისგან ვერანაირ სიამოვნებას ვერ ვიღებ.
ოთხშაბათს მათ "ბარნლის" სძლიეს, მაგრამ ეს ის "ბარნლი" იყო, რომელმაც პირველი ტაიმი გაცილებით უკეთ ჩაატარა. ამავდროულად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთი უმწეოა...
მოწინააღმდეგეს რომ აჯობო, უნდა შეუტიო, ხოლო რომ შეუტიო, უნდა გარისკო. ამ გუნდში კი ასეთი რისკების გაწევა ძალიან ცოტა
ჩემი, როგორც ნახევარმცველის ფუნქცია "იუნაიტედში", ფორვარდისთვის პასის მიცემა იყო. ეს პირდაპირ არ ნიშნავს ფორვარდისთვის შანსის "ლანგრით მირთმევას". მათ თავადაც უნდა ებრძოლათ ბურთისთვის და გაეტანათ გოლი.
იყო თუ არა ეს ადვილი? არა, მაგრამ ჩვენ "იუნაიტედისთვის" ვთამაშობდით.
ახლანდელ გუნდში ანხელ დი მარია სხვა ფეხბურთელებთან შედარებით მეტად რისკავს, თუმცა საუბედუროდ, ეს ხშირად არ ამართლებს.
სხვა მხრივ, როგორც ჩანს, გუნდში აქცენტი ბურთის ფლობაზე კეთდება. მეტიც, ბურთის ფლობა აკვიატებაც გახდა.
რობინ ვან პერსი და რადამელ ფალკაო შეტევის წინა ხაზზე უჩვეულოდ გამოიყურებიან, ამ დროს კი მათ უკან უეინ რუნი გუნდთან ერთად მოძრაობს, რათა ისინი პასებით უზრუნველყოს.
უეინს მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე შეუძლია თამაში. ის მონდომებული და მუყაითია. "ბარნლის" წინააღმდეგ მან თამაში სულაც დაცვითი ნახევარმცველის პოზიციაზე დაასრულა. ზოგჯერ იძულებული იყო, მარჯვნივ ეთამაშა, სადაც მყისვე უნდა მოეძებნა თავდამსხმელები, ან თამაშში ჩართულიყო.
თუკი ვან გაალი არ ფიქრობს, რომ შეტევაში რუნი ვან პერსსა და ფალკაოზე უკეთესი ვარიანტია, მაშინ "მანჩესტერში" პრობლემა ნამდვილად არსებობს".
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით