პრემიერლიგის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი ცნობილია.

იანვრის საუკეთესო ფეხბურთელი ლონდონის "ტოტენჰემის" თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა. იანვრის მატჩებში კეინმა 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი "საუთჰემპტონის" თავკაცმა რონალდ კუმანმა მიიღო.

"წმინდანებმა" მისი ხელმძღვანელობით გასულ თვეს სამი გამარჯვება მოიპოვეს - ლონდონის "არსენალთან", "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ნიუკასლთან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული