ედენ აზარი: მოურინიოს უნდა, რომ მესისა და რონალდოს მსგავსად ვიტანდე

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" შემტევმა და ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ედენ აზარმა The Mirror-თან ისაუბრა. ბელგიელმა ფეხბურთელმა, ძირითადად, ჟოზე მოურინიოზე ილაპარაკა, რომელთანაც, როგორც ჩანს, შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებს.

"ჟოზე მოურინიოს სურს, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანო, მსგავსად ისეთი დიდი ფეხბურთელებისა, როგორებიც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან. მათ ხომ ლამის ყველა თამაშში ორი ან სამი გოლი გააქვთ...

ჩემი აზრით, ვერგატანილი გოლების კომპენსირებას ფორვარდებისთვის შექმნილი მომენტებით ვახერხებ. თანაც, ჩემზე ხშირად ჯარიმდებიან. გუნდისთვის ხშირად მომაქვს საჯარიმო დარტყმისა და პენალტის შესრულების უფლება.

ყველაზე მეტად მოურინიოსი ის მომწონს,
რომ ჩვენზე ზეწოლას არ ახორციელებს და თავისუფლად თამაშის საშუალებას გვაძლევს. ის გვეხმარება, მოედანზე ჩვენი თავი ბოლომდე გამოვავლინოთ; გვაკვირდება და დროთა განმავლობაში ხედავს, თუ რომელ კომპონენტში გვჭირდება დახვეწა.

მოუ სათქმელს გულახდილად გვეუბნება, იქნება ეს ცუდი თუ კარგი.

როდესაც ვერ ვიმარჯვებთ, მოურინიო აშკარად იმედგაცრუებულია ხოლმე, მაგრამ არასდროს გვიჭედავს თავს ზედმეტი ჭკუის დარიგებებით.

მას ყველა პატივს სცემს,  მან ყველაფერი მოიგო, მაგრამ ისევ გამარჯვებები სწყურია", - განაცხადა ედენ აზარმა

მომზადებულია goal-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული