"ჟოზე მოურინიოს სურს, რომ უფრო მეტი გოლი გავიტანო, მსგავსად ისეთი დიდი ფეხბურთელებისა, როგორებიც ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო არიან. მათ ხომ ლამის ყველა თამაშში ორი ან სამი გოლი გააქვთ...
ჩემი აზრით, ვერგატანილი გოლების კომპენსირებას ფორვარდებისთვის შექმნილი მომენტებით ვახერხებ. თანაც, ჩემზე ხშირად ჯარიმდებიან. გუნდისთვის ხშირად მომაქვს საჯარიმო დარტყმისა და პენალტის შესრულების უფლება.
ყველაზე მეტად მოურინიოსი ის მომწონს,
მოუ სათქმელს გულახდილად გვეუბნება, იქნება ეს ცუდი თუ კარგი.
როდესაც ვერ ვიმარჯვებთ, მოურინიო აშკარად იმედგაცრუებულია ხოლმე, მაგრამ არასდროს გვიჭედავს თავს ზედმეტი ჭკუის დარიგებებით.
მას ყველა პატივს სცემს, მან ყველაფერი მოიგო, მაგრამ ისევ გამარჯვებები სწყურია", - განაცხადა ედენ აზარმა
მომზადებულია goal-ის მიხედვით