"მანჩესტერ იუნაიტედი" ასოციაციის თასის მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
16 თებერვალს ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალური ეტაპის ბოლო მატჩი გაიმართა.

"პრესტონმა" საკუთარ მოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ფეხბურთელმა სკოტ ლაიარდმა 48-ე წუთზე გახსნა, 65-ე წუთზე კი გათანაბრება ანდერ ერერამ შეძლო. თავი გამოიჩინა ასევე მარუან ფელაინიმ, რომელმაც მეტოქეთა კარი 72-ე წუთზე აიღო და "იუნაიტედი" დააწინაურა. საბოლოო ანგარიში უეინ რუნიმ დააფიქსირა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

ამ გამარჯვებით "წითელმა ეშმაკებმა" მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ ასოციაციის თასის მეოთხედფინალური მატჩები 7 მარტს გაიმართება.

ასოციაციის თასი. 1/4-ფინალი

ასტონ ვილა-ვესტ
ბრომვიჩი
ბრედფორდი-რედინგი
ლივერპული-ბლექბერნი
მანჩესტერ იუნაიტედი-არსენალი

ასევე იხილეთ:
ასოციაციის თასი. 1/8-ფინალი: ოლივიე ჟირუმ ლონდონის "არსენალს" მოაგებინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული