"მანჩესტერი" არასტაბილურად თამაშობდა, ბევრ ქულას კარგავდა, გუნდის თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა და რაც ყბადაღებულ თემად იქცა, ფეხბურთელებისა და ტაქტიკის შერჩევა ვან გაალის მხრიდან ცოტა უცნაურად ხდებოდა.
ახლა კი, როგორც ჩანს, "იუნაიტედში" პრობლემები ნელ-ნელა გვარდება. მწვრთნელმა გუნდში საკუთარი თავი იპოვა, ფეხბურთელებმაც შეძლებისდაგვარად აუწყვეს ფეხი მის საფეხბურთო იდეებსა და მეთოდებს, გუნდმა კი სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
"ახლა მჯერა, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა ჩემი და სამწვრთნელო შტაბის ფილოსოფია
ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ასევე ქომაგისთვის, მიმზიდველია იმის ნახვა, თუ როგორ მისდევს გუნდი ამ ფილოსოფიას.
უკეთესად ვთამაშობთ და რაც მთავარია, ვიგებთ და არ ვმარცხდებით. ზოგჯერ ფანტასტიკური გოლები გაგვაქვს, თუმცა უმთავრესი მაინც გუნდის სულისკვეთებაა.
ახლა ჩვენდამი ნდობა ისეთივეა, როგორც მაშინ, როდესაც თავს საუკეთესო კუთხით ვაჩენდით", - განაცხადა ვან გაალმა.
მომზადებულია manchestereveningnews.co.uk-ის მიხედვით