"შესაძლოა, პოლ სქოულზი "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ყველაზე დიდი ნახევარმცველი იყოს. მინდა ვისწავლო ისეთი ფეხბურთელებისგან, როგორებიც ის, მიქაელ ქერიკი და უეინ რუნი არიან.
მსურს, ერთ დღეს "მანჩესტერისთვის" მათსავით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავხდე, მაგრამ ამისთვის ძალიან, ძალიან ბევრი შრომა მომიწევს. ახლა 25 წლის ვარ, თანაგუნდელებისგან ბევრი რამ მაქვს სასწავლი.
როდესაც მწვრთნელს უნდა, ვითამაშო, სათამაშოდ ვემზადები; როდესაც უნდა, გუნდს სათადარიგოთა სკამიდან დავეხმარო, ამისთვისაც მზად ვარ. რასაკვირველია, თამაში ყველას უნდა, თუმცა გუნდში 25 ან მეტი ფეხბურთელი
"მანჩესტერის" ფეხბურთელი ვარ და პროფესიონალი გახლავართ. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში ვთამაშობ. "იუნაიტედის" დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ.
არაა იოლი "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში, მაგრამ საამისოდ ბევრს ვმუშაობ. მომწონს თამაში, გუნდის დახმარება, მაგრამ გამარჯვებები უფრო მეტად", - უთხრა ერერამ Manchester Evening News-ს.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით