რუუდ გულიტი: დაცვის ცენტრის გაძლიერება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა რუუდ გულიტმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ვერ შეძლო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაცვის ხაზის გაძლიერება.

გულიტის თქმით, ვან გაალს ძალიან უნდა დორტმუნდის "ბორუსიის" მცველის, მატს ჰუმელსის შეძენა.

"ერთადერთი, რაც მიკვირს - რატომ არ იყიდა ლუი ვან გაალმა ცენტრალური მცველი, რადგან ამ პოზიციის გაძლიერება "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრიორიტეტული ამოცანა უნდა ყოფილიყო.

ვან გაალი აღმერთებს ჰუმელსს და ძალიან უნდა მისი შეძენა. მის ადგილას რამდენიმე კარგ მცველს ვიყიდდი, რადგან ეს "იუნაიტედის" სუსტი წერტილია", - ამბობს
გულიტი manchestereveningnews.co.uk-ში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული