პრემიერლიგა. XXVII ტური: ალან შირერი ორჯერ გაიმეორეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვიდეო: მანჩესტერ იუნაიტედი-სანდერლენდი 2:0

28 თებერვალს ინგლისური პრემიერლიგის 6 მატჩი გაიმართა.

ლუი ვან გაალის "მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდს" უმასპინძლა და 2:0 მოუგო. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივეს ავტორი უეინ რუნია. პირველ შემთხვევაში მან პენალტის ნიშნულიდან გამოიჩინა თავი.

სხვათა შორის, პენალტის ეპიზოდში მსაჯმა არასწორად გააძევა ვეს ბრაუნი (ოშის ნაცვლად), რომელიც სულ არაფერში იყო დამნაშავე.

უეინ რუნიმ პრემიერლიგაში უკვე 10 გოლი გაიტანა. მან 10 და მეტი გოლის გატანა 11 სეზონში მოახერხა ეს ალან შირერის შედეგის გამეორებაა, თუმცა რუნის უპირატესობა ისაა, რომ
ზედიზედ 11 სეზონში შეძლო ეს.

პირველ ტაიმში, რომელიც 0:0 მორჩა, "იუნაიტედის" ფანებმა გუნდს უსტვინეს.

ლუი ვან გაალი (იუნაიტედი): "სტვენა? არაფერი გამიგია. შესაძლოა, თქვენი სმენის აპარატი ჩემსას სჯობს. თამაში ცუდად დავიწყეთ.

შემდეგ ბურთს დავეუფლეთ და მეორე ტაიმი უკვე კარგად ჩავატარეთ. გზას ვაგრძელებთ - უკვე 10 ტურზე მეტია, ოთხეულში ვართ. ახლა მიმაჩნია, რომ "იუნაიტედი" უკვე სტაბილური გუნდია. სეზონის ბოლომდე ოთხეულში დარჩენა გვსურს".

"სტოკ სიტიმ" 1:0 მოუგო "ჰალ სიტის", ამ შეხვედრას არ აღვნიშნავდით, რომ არა ერთი ფაქტი - გამარჯვების გოლი პიტერ კრაუჩმა გაიტანა, რითაც მან ალან შირერის მიღწევა გაიმეორა.

34 წლის ტანმაღალმა ფორვარდმა პრემიერლიგაში 46-ე გოლი გაიტანა თავით და შირერს დაეწია.

ვესტ ჰემი-კრისტალ პალასი 1:3
გოლები: 0:1 მარეი (41), 0:2 დანი (51), 0:3 მარეი (63), 1:3 ვალენსია (76)
გაძევება: მარეი (69. კრისტალ პალასი)

ბარნლი-სუონსი 0:1
გოლი: 0:1 ტრიპიერი (64. ს.კ.)

იუნაიტედი-სანდერლენდი 2:0
გოლები: 1:0 რუნი (66-პენ), 2:0 რუნი (84)
გაძევება: ბრაუნი (65. სანდერლენდი)

ნიუკასლი-ასტონ ვილა 1:0
გოლი: 1:0 სისე (37)

სტოკი-ჰალი 1:0
გოლი: 1:0 კრაუჩი (71)

ვესტ ბრომვიჩი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 ბერაჰინო (2)

1. ჩელსი - 60 ქულა; 2. მანჩესტერ სიტი - 55; 3. მანჩესტერ იუნაიტედი - 50; 4. არსენალი - 48; 5. საუთჰემპტონი - 46.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული